|
2022-12-12 11:45:18, 2866 ნახვა
ომი უკრაინაში
კლევერლი - რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება ფედერაციის გადაიარაღებისთვის „ლეღვის ფოთოლი“ არ უნდა იყოს
რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა იყოს „ლეღვის ფოთოლი“ რუსეთის ფედერაციის გადაიარაღებისა და რეკრუტირებისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ "სქაი ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. კლევერლის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების შინაარსი და ზღვარი, რომელიც შეიძლება მიღწეული იყოს მშვიდობის დასამყარებლად, „უკრაინელმა ხალხმა, უკრაინის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს“. ”მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და შინაარსიანი. ისინი არ შეიძლება იყოს "ლეღვის ფოთოლი" რუსული გადაიარაღებისთვის და ჯარისკაცების შემდგომი რეკრუტირებისთვის, იქნება ეს ვაგნერის ჯგუფიდან თუ რუსული ციხეებიდან პატიმრების გამოყენა", - უთხრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "სქაი ნიუსს". ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა პარასკევს განაცხადა, რომ თებერვალში დაწყებული ომის დასასრულებლად, მოსკოვს, შესაძლოა, უკრაინასთან შეთანხმების დადება მოუწიოს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებაზე საჯაროდ ისაუბრა.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)