|
2022-12-09 19:27:21, 1690 ნახვა
სამართალი
წულუკიანი სააკაშვილზე - იმედი მაქვს სააკაშვილი შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს
ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით,სამედიცინო სისტემა ყველაფერს აკეთებს სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და ერთადერთი ხელის შემშლელი ბერკეტი არის პაციენტის დაუმორჩილებლობა,რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია. "როგორც ყოველთვის, როცა პატიმარს და მის უფლებებს ეხება საქმე, ვიქნები კიდევ მეტად გულწრფელი, ვიდრე ჩვეულებისამებრ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს. მესმის, რომ ჩემს სიტყვას მის თვალში არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე ტიპის მნიშვნელობა და წონა, მაგრამ მაქვს ჩემი ვალდებულება, გამოვხატო ის აზრი, რომელიც პატიმარს, მის სიცოცხლესა და უფლებებს ეხება. აუცილებელია, მან შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული მის მიერვე თავისი ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ვინაიდან მთელი სისტემა, იქნება ეს პენიტენციური, სამედიცინო სისტემა, თუ სამოქალაქო სამედიცინო სისტემა, მომართულია იქითკენ, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს გაუმჯობესებული და ბოლომდე დაცული. ამისთვის გვაკლია ერთადერთი რამ, ეს არის მისივე სურვილი და მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. როგორც კი ის შეიცვლის ამ პოზიციას, დარწმუნებული ვარ, დიდხანს იქნება ჯანმრთელად და როდესაც სასჯელი ამოეწურება, რასაკვირველია, თუკი თავის ჯანმრთელობას თვითონვე მოუფრთხილდება, შეძლებს ნებისმიერ მისთვის სასურველ პროცესში ჩართვას." - განაცხადა წულუკიანმა.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)