|
2022-12-09 19:04:52, 1373 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს შემდეგ, კანადამ ახალი სანქციები დააწესა რუსეთის და ირანის წინააღმდეგ
კანადამ ახალი სანქციები დააწესა რუსეთის, ირანისა და მიანმარის წინააღმდეგ სახელმწიფოსა და მთავრობების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, - იუწყება Reuters-ი. სანქციები დაწესდა რუსეთის ფედერაციის 33 მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანზე. ირანის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა ირანში მამაკაცის სიკვდილით დასჯიდან ერთი დღის შემდეგ. ცნობილი გახდა, რომ აშშ აპირებს გამოაცხადოს ახალი სანქციები რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ. სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული თვითმფრინავების გამოყენების თავიდან აცილებას. შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ სტრუქტურებზეც. დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებსა და სამხედროებს, უკრაინელების წამებისა და უკრაინაში ომის გამო, სანქციები დაუწესა. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის 534-ე განყოფილების გამომძიებელი ვალენტინ ოპარინი და როსტოვის ოლქის პროკურორი ოლეგ ტკაჩენკო, რომელმაც მტკიცებულებების მოსაპოვებლად წამების მეთოდი გამოიყენა. შემაკავებელი ღონისძიებები ასევე მიღებულია ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლის, ანდრეი ტიშენინისა და ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე უფროსი დეტექტივის, არტურ შამბაზოვის წინააღმდეგ. მათ 2015 წელს უკრაინელი აქტივისტი ალექსანდრე კოსტენკო აწამეს.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)