|
2022-12-08 13:07:52, 2188 ნახვა
კომენტარი
ღუდუშაური - თუ შარვლებს ჩაიხდიან და უკანალებს ვინმეს მიუშვერენ - ჯაფარიძე თუ ამას გაუზიარებს ენმ-ს, არ ვიცი
თუ შარვლებს ჩაიხდიან და უკანალებს ვინმეს მიუშვერენ - ჯაფარიძე თუ ამას გაუზიარებს ენმ-ს, არ ვიცი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "დროას", "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების განცხადებას. როგორც ღუდუშაურმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "ამ ადამიანების რეიტინგი ნულის ტოლია". "არ ვიცი, ვინ სად იკრიბება, სიმართლე გითხრათ. ზურა გირჩი ჯაფარიძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" თუ მივა - კითხვა თუ იმაში მდგომარეობს, რომ გუშინ ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ რადიკალურ ნაბიჯებზე გადავალთო და ამისთვის თუ იხმეს. ზურა გირჩი ჯაფარიძე, არ ვიცი, თუ შარვლებს ჩაიხდიან და უკანალებს ვინმეს მიუშვერენ, კარგად არის ცნობილი მისი, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი საბრძოლო იარაღი, რითაც ჩვენს ოკუპანტებს შეეცადა, რომ შებრძოლებოდა, თუ ამას ცდილობს და ამას გაუზიარებს ენმ-ს, არ ვიცი. სხვა არც მე მაინტერესებს და არც საზოგადოებას. ამ ადამიანების ჯამური რეიტინგი არის ნული. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაიბა" თუ ან ნულებს მიიყვანს და მათგან მოისმენს მოისმენს რამეს, არ ვიცი", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, სამი პარტიის ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ექსპრეზიდენტის საკითხზე ენმ-თან შეხვედრებს გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)