|
2022-12-08 12:51:34, 1643 ნახვა
სამართალი
თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - შსს-მ 9 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწყებამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 9 პირი დააკავა. "საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამავე ბრალდებით 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღი, თავიდან მოშორების მიზნით, ავტომობილის ფანჯრიდან გადააგდო. სამართალდამცველებმა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1984 წელს დაბადებული გ.ა. და 1986 წელს დაბადებული კ.ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო: გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ვაზნა და ნარკოტიკული ნივთიერება "მარიხუანა", ხოლო კ.ჭ.-ის საცხოვრებელი სახლის და ეზოში არსებული სათავსოს ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და გამომშრალი „მარიხუანა“. ამავე დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტსა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ. ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, სახელმწიფო ნაკრძალში უკანონო ნადირობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 45 ვაზნა, სანადირო თოფი, აგრეთვე, ბრალდებულის მიერ ნანადირევი იშვიათი ჯიშის კავკასიური ჯიხვი. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 1 ვაზნა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1978 წელს დაბადებული მ.დ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 66 ვაზნა. რაც შეეხება 1969 წელს დაბადებულ რ.ი.-ს, იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რ.ი.-ს მიერ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და 8 ვაზნა",- ნათქვამია უწყების განცხადებაში. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 273-ე და 301-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)