11:22 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 14:22:06, 958 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე სააკაშვილზე - მცდელობაა, ან მიიყვანონ სიკვდილამდე ან ისეთ მდგომარეობამდე, რომ ნორმალურად ცხოვრება ვეღარ შეძლოს

ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადამიანი ან მიიყვანონ სიკვდილამდე ან მიიყვანონ ისეთ მდგომარეობამდე, როცა მას ექნება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის ფსიქიკურიც, - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი "მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლოა გაუშვან".

"მე მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ეს ადამიანი ან მიიყვანონ სიკვდილამდე ან მიიყვანონ ისეთ მდგომარეობამდე, როცა მას ექნება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის ფსიქიკურიც, რის გამოც ის მომავალში ვეღარ შეძლებს არათუ პოლიტიკურ აქტიურობას, არამედ ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაუშვან. მე რასაც ვუყურებ, მრჩება ეს შთაბეჭდილება, რომ არის მიზანმიმართული ქმედება ან ერთისკენ, ან მეორისკენ. ჩემი აზრით, სააკაშვილი გასათავისუფლებელია ისედაც იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. მისი და მისი ოჯახის პოზიცია ამ წუთში არის ის, რომ პოლიტიკური მდგენელი ამ ამბიდან გავიტანოთ გარეთ და მე არ მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს უფლება, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთრ თავზე. საუბარი არის, რომ ეს საკითხი განხილული იყოს მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტექსტში", - განაცხადა ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო ევროკავშირს საკონსტიტუციო სასამართლოს ზეწოლაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ - პოლიციამ სამი პირი დააკავა თანასოფლელ მამაკაცებს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2027 იწყება
ვენსი: უკრაინა „გარკვეული გაგებით“ პარტნიორია, მაგრამ მან უნდა შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დარტყმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics