|
2022-12-07 09:30:48, 2012 ნახვა
ომი უკრაინაში
ორბანი უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვაზე - გვინდა დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ ვალი გამოსავალი არ არის
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ირწმუნება, რომ მისი ქვეყანა შანტაჟს არ მიმართავს, თუმცა უკრაინაში ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებას მაინც ბლოკავს . ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირის დახმარების გაწევაზე ვეტო არ დაუდია და მზადაა თავად უზრუნველყოს იგი - ორმხრივ საფუძველზე. "დღეს სიახლე არის ის, რომ უნგრეთმა დაბლოკა ფინანსური დახმარება უკრაინას. ეს ყველაფერი ყალბია. უნგრეთი მზად არის ფინანსური დახმარება გაუწიოს უკრაინას, ოღონდ ორმხრივად. არავითარი ვეტო, არც შანტაჟი. ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ ევროკავშირის ქვეყნები, რომ საერთო ევროპული ვალი გამოსავალი არ არის. თუ ჩვენ გავაგრძელებთ სვლას ვალის მქონე საზოგადოებისკენ, შეუძლებელი იქნება შემობრუნება. ჩვენ სხვანაირად ვხედავთ ევროპის მომავალს - ძლიერ წევრ ქვეყნებზე დაყრდნობით, ნაცვლად უზარმაზარი საერთო ვალისა",- წერს ორბანი. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორბანის გვერდზე, რომელსაც Twitter-ზე ვერიფიკაცია არ მიუღია. თუმცა, უმსხვილესი უნგრული მედია პრემიერის ამ განცხადებასაც ციტირებს. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს უკრაინას დახმარება შესთავაზოს 18 მილიარდ ევრომდე ოდენობით . მალევე გახდა ცნობილი, რომ ევროკომისიამ წარადგინა შესაბამისი წინადადება უკრაინის მაკროფინანსური დახმარების პაკეტით და 24 ნოემბერს ევროპარლამენტმა თანხების გამოყოფაზე დათანხმდა . სამშაბათს, 6 დეკემბერს, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, უნგრეთმა თანხის გამოყოფა დაბლოკა.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)