|
2022-12-06 20:12:26, 2364 ნახვა
ომი უკრაინაში
The New York Times: დრონები, რომლებიც თავს დაესხნენ რუსეთის აეროდრომებს, უკრაინიდან გაუშვეს
თვითმფრინავები, რომლებიც 5 დეკემბერს თავს დაესხნენ სარატოვისა და რიაზანის რეგიონების აეროდრომებს, უკრაინის ტერიტორიიდან გაუშვეს. ამის შესახებ The New York Times-ი უკრაინელი მაღალჩინოსნის მითითებით წერს. ერთ-ერთი თავდასხმა მაინც კოორდინირებული იყო უკრაინის სპეცდანიშნულების ჯგუფის მიერ, რომელიც ახლოს იყო რუსულ ბაზასთან და დაეხმარა თვითმფრინავების მიზანში მიყვანას. ამასთან, გაურკვეველია, როგორ შევიდა რამდენიმე დრონი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, - აღნიშნავს გაზეთი. აეროდრომებზე მომხდარი ინციდენტები იმაზე მეტყველებს, რომ კიევი მზად არის თავდასხმისთვის რუსეთის სამხედრო ბაზებზე, - წერს The New York Times. გარდა ამისა, ეს თავდასხმები აჩვენებს უკრაინის უნარს შორ მანძილზე დარტყმები განახორციელოს. გაზეთი უკრაინის არმიისთვის ამ ოპერაციას ომის დაწყების შემდეგ „ყველაზე გაბედულს“ უწოდებს. თავის მხრივ, ბრიტანული დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ მომხდარი შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან წარუმატებლობად მისი სამხედრო ობიექტების დაცვის ორგანიზებაში. 5 დეკემბერს დილით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის მახლობლად აეროდრომზე თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად, როგორც ამბობენ, დაიჭრა ორი სამხედრო, დაზიანდა ორი ტუ-95 ბომბდამშენი. თითქმის ერთდროულად, ცნობილი გახდა რიაზანის მახლობლად მდებარე აეროდრომზე საწვავის ტანკერის აფეთქების შესახებ, რის გამოც, მედიის ცნობით, ერთ-ერთი თვითმფრინავი დაზიანდა. TASS-ის წყაროს ცნობით, სამი დაღუპული და ხუთი დაშავდა.
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
დაურ ბუავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)