|
2022-12-06 16:39:28, 3195 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 60 ჯარისკაცი გაათავისუფლა
უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 60 ჯარისკაცი გაათავისუფლა,- აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ერმაკის ინფორმაციით, უკრაინა მარიუპოლის მცველების დაბრუნებას განაგრძობს - დღევანდელ "60-იანთა სიაში" 34 მარიუპოლის და 14 აზოვსტალის მცველია. „პატიმართა მორიგი წარმატებული გაცვლა. დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 60 ჯარისკაცი სახლში ბრუნდება, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური - 58 ჯარისკაცი და ორი ქალი, აქედან 15 ოფიცერი და 45 რიგითი და სერჟანტი. ეს საუკეთესო ამბავია დღესასწაულის დღეს, რადგან გმირები ცოცხლები უნდა იყვნენ. ამისთვის იბრძვიან ჩვენი შეიარაღებული ძალები - ბრძოლა სიცოცხლისთვის გრძელდება. გმირები უკვე სახლში ელოდებიან ახლობლებს. ვინც ამდენი ხნის განმავლობაში წარმოიდგენდა ამ ბედნიერების მომენტს“,- განაცხადა ერმაკმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე 23 ნოემბერს გაათავისუფლეს 35 სამხედრო, კერძოდ, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, რომლებიც რუსებმა შეიპყრეს ჩერნობილის ზონაში შეჭრის დასაწყისში. 24 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია კიდევ 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნების შესახებ. 26 ნოემბერს უკრაინამ შეძლო რუსული ტყვეობიდან 12 უკრაინელი გაეთავისუფლებინა, ხოლო 1 დეკემბერს კი უკრაინამ სახლში 50 დამცველი დააბრუნა.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)