|
2022-12-06 15:31:40, 2732 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი დონეცკში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში ჩავიდა და უკრაინის შეარაღებულ ძალებს პროფესიული დღე ფრონტის ხაზიდან მიულოცა. პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა ქალაქ სლავიანსკიდან გაავრცელა და აღნიშნა, რომ "ვიღაცამ საკუთარ თავს "მსოფლიოს მეორე არმია" უწოდა, მაგრამ ყველას ხედავს, ვის აქვს პირველი ადგილი". "ძვირფასო ოფიცრებო, სერჟანტებო, ჯარისკაცებო, ვეტერანებო, მთელი გულით, უკრაინის სახელით, გილოცავთ დიდ დღესასწაულს - უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს! ქედს ვიხრით ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. არასდროს ვივიწყებთ ჩვენს დაღუპულ გმირებს, რომლებმაც უკრაინისთვის ბრძოლაში სიცოცხლე გასწირეს. ძვირფასო ჯარისკაცებო და მცველებო, უკვე სამი ათწლეული, 9 წელი, 9 თვე და 285-ე დღეა, მშობლიურ მიწას იცავთ. ტრადიციულად, მე აღვნიშნავ ამ დღეს ფრონტის ხაზზე ჩვენს მებრძოლებთან ერთად. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. დღეს ყველა ხედავს, რა შეუძლიათ ჩვენს ჯარისკაცებს. ყველა ხედავს, როგორ ებრძვიან ისინი მსოფლიოს სიდიდით მეორე არმიას. დიდი მადლობა თქვენს მშობლებს, რომ გმირებად და ღირსეულ ადამიანებად გაგზარდეს. მთელი უკრაინა თქვენს სახლებში დაბრუნებას ელოდება. ჩვენს გამარჯვებას უკრაინის დედაქალაქში, "მაიდანზე" დაცული ცის ქვეშ, მშვიდობიან გარემოში ერთად შევხვდებით. "მაიდანზე" ჩვენი შეხვედრის გზა კი, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე გადის. დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც გააკეთებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ! ცოცხლები დაგვიბრუნდით!" - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)