|
2022-12-06 14:37:46, 1658 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით ბათუმში კიდევ ერთი სასტუმრო - „მონარქი“ აშენდა
„თიბისის“ მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტია ბათუმის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტუმრო „მონარქი“, რომელიც 2022 წლის ივნისში გაიხსნა. შენობას, რომელიც „ინს გრუპმა“ 2020 წელს „თიბისის“ დახმარებით შეისყიდა, დღეს ქალაქისთვის ისტორიულად დამახასიათებელი, ტრადიციული არქიტექტურის იერი დაჰკრავს, რაც, მდებარეობასა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებულობასთან ერთად, სასტუმროს ზოგადი კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ოთხვარსკვლავიან, 66 ნომრიან სასტუმროში, რომლის მომსახურე პერსონალიც მფლობელებმა მის გახსნამდე დიდი ხნით ადრე საგანგებოდ შეარჩიეს, „ინს გრუპმა“ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კარგად გაწერილმა გეგმამ, კონცეფციამ და საქმეში ჩადებულმა შრომამ, როგორ მოსალოდნელი იყო, შედეგიც მალე გამოიღო და გახსნიდან სულ რამდენიმე თვეში მფლობელები უკვე „მონარქის“ წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ: „უკვე შეგვიძლია თქმა, რომ ამ პროექტმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. მთელი ზაფხული დიდი დატვირთვით ვმუშაობდით და სისტემატურად ვიღებდით და ვიღებთ მაღალ შეფასებებს ჩვენი მომხმარებლისგან პლატფორმებზე: booking.com, hotels.com, Agoda.com. ეს მოტივაციას კიდევ უფრო გვიმაღლებს და გვარწმუნებს, რომ პროექტმა გაამართლა, რაც, მიმაჩნია, რომ ერთნაირადაა ჩვენი და „თიბისის“ წარმატება, რადგან „თიბისი“ სწორედ იმ პერიოდში გვენდო და გამოგვყვა პარტნიორობაზე, როცა დიდად საიმედო სიტუაცია არ იყო სასტუმროს ბიზნესის სფეროში, ვგულისხმობ პანდემიის პერიოდს. ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ეს პროექტი და დღეს უკვე სამომავლო სიახლეებზე ვმუშაობთ, რომლებიც მომავალი წლისთვის უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს,“ -ამბობს „ინს გრუპის“ დამფუძნებელი და სასტუმრო „მონარქის დირექტორი, გია ლომინაძე. 4500 კვ.მ-ზე განთავსებული სასტუმროს თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილი შიდა სივრცე 66 ნომერს, მიმღებს, ლობი-ბარს, სასადილო სივრცეს, სამრეცხაოსა და მიწისქვეშა პარკინგს აერთიანებს. „მონარქის“ ძირითადი სეგმენტი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე, უმეტესად უცხოელი სტუმარია, რომელთაც ჯამში 30-ზე მეტი, საგანგებოდ გადამზადებული თანამშრომელი ემსახურება.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)