|
2022-12-06 10:15:44, 1137 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მიტინგებისა და დემონსტრაციების ჩატარების სივრცეებს ზღუდავს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს იმ ადგილების სიას, სადაც აკრძალულია შეხვედრები, მიტინგები, მსვლელობები და დემონსტრაციები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „РИА Новости“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ამიერიდან შეუძლებელი იქნება აქციების გამართვა საჯარო ხელისუფლების შენობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აეროპორტებში, რკინიგზისა და ავტობუსის სადგურებზე, პორტებში, უნივერსიტეტების, სკოლებისა და საავადმყოფოების ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთებზე, სადაც ეკლესიები და სხვა სტრუქტურები მდებარეობს. გარდა ამისა, აკრძალვა გავრცელდება სიცოცხლის დამხმარე ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტრო, თერმული, წყლის და გაზის ქსელების მუშაობას. აღსანიშნავია, რომ მანამდე აქციების გამართვა პრეზიდენტის რეზიდენციებთან, სასამართლოებთან, ციხეებთან და საგანგებო ოპერაციულ სამსახურებთან ახლოს იყო აკრძალული. ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ თითოეულ რეგიონს შეუძლია დამატებით დააწესოს საკუთარი აკრძალვები შეხვედრების, მიტინგებისა და დემონსტრაციების ადგილებზე, თუ ასეთი ღონისძიება "განპირობებულია რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ისტორიული, კულტურული და სხვა ობიექტური მახასიათებლებით".
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)