|
2022-12-06 09:32:57, 1771 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ტერორისტებთან რაღაცის ხელმოწერა მშვიდობას ვერ მოიტანს - ისინი ნებისმიერ შეთანხმებას დაარღვევენ
რუსეთმა, კიდევ ერთი მასიური სარაკეტო თავდასხმით უკრაინაზე, ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის წლისთავი აღნიშნა, რაც ცხდაყოფს, რომ ამ ტერორისტებთან რაღაცის ხელმოწერა მშვიდობას ვერ მოიტანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთისთვის ჩვეულებრივი ქმედებაა, როდესაც მასთან მიღწეულ ნებისმიერ შეთანხმებას არღვევს. "ისინი აუცილებლად დაარღვევენ მათთან მიღწეულ ნებისმიერ შეთანხმებას. რუსეთისთვის სხვისი უსაფრთხოების ნებისმიერი ელემენტის დათმობა ახალ ომს ნიშნავს. აუცილებელია, რუსეთის ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი, ყველა ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება და მკვლელებისთვის პასუხისგებაში მიცემა, რაც მშვიდობას მოიტანს. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. დიდება ყველას, ვინც უკრაინას იცავს! მადლობა ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს სახელმწიფოს რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც ტერორისტებმა სიცოცხლე წაართვეს! დიდება უკრაინას!" - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)