|
2022-12-05 14:06:41, 1424 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ვმუშაობთ კონგრესთან, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოცხადდეს
ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონგრესთან, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-მ, ათობით ქვეყანასთან ერთად, რუსეთს უპრეცედენტო სანქციები და უპრეცედენტო ექსპორტის კონტროლი დაუწესა და ასევე, მუდმივად მიმდინარეობს გზების ძიება იმისთვის, რომ რუსეთზე დამატებითი ზეწოლა მოახდინონ. "ჩვენ დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, უპრეცედენტო საექსპორტო კონტროლი, ეს ყველაფერი ათობით ქვეყანასთან კოორდინირებულად. ჩვენ მუდმივად ვეძებთ სხვადასხვა ზომებს, რომლის მიღებაც ზეწოლის გაზრდის მიზნით საჭიროებისამებრ შეგვიძლია. ახლა ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელიც დაგვეხმარება, გადავლახოთ ზოგიერთი გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორის განმარტებასთან. ვმუშაობთ კონგრესთან, რომ შედეგამდე მივიდეთ", - განაცხადა ბლინკენმა, რომელმაც რუსეთის ომს უკრაინაში ბარბაროსობა უწოდა. ცნობისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის ფედერაცია უკვე გამოაცხადა ევროპარლამენტმა. ნოემბრის ბოლოს მიღებულ შესაბამის რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა. 13 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ტერორისტულ რეჟიმად მოიხსენიებს და ამით გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)