|
2022-12-02 12:03:27, 1839 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით „ფელამუშიტომ“ წარმოება და რეალიზაცია გააფართოვა
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით, ქართული, მოდერნიზებული დესერტების კომპანია „ფელამუშიტომ“ წარმოება და რეალიზაცია გააფართოვა. კომპანიამ მომხარებელს ინოვაციური პროდუქტი ცხელი, ჩამოსასხმელი ფელამუში შესთავაზა, რომლის აპარატები, მათი ფილიალების გარდა, ქალაქის სხვადასხვა ობიექტებში განთავსდება. „ფელამუშიტო“ 2022 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე, როგორ ქართული დესერტების გამორჩეული კონცეფციის მქონე ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს ტრადიციული ქართული ნუგბარის - ფელამუშის მოდერნიზებულ ვარიაციებს სთავაზობს. როგორც თავად აცხადებენ, ბრენდის კონცეფცია კულინარიული ექსპერიმენტის შედეგად შეიქმნა და საყვარელი არომატების ხელახალ აღმოჩენას ემსახურება. „ფელამუშიტოს“ ცხელი და ცივი დესერტები ხელმისაწვდომია წლის ნებისმიერ დროს, როგორც კომპანიის ფილიალებში, ისე გამოძახებით. „თიბისი ლიზინგი“, როგორც ქართული სტარტაპებისა და წარმოების აქტიური მხარდამჭერი, „ფელამუშიტოსთან“ იდეის გაჩენის დღიდან თანამშრომლობს და უფინანსებს სხვადასხვა აქტივს. მნიშვნელოვანია, რომ დესერტის დამზადებისას კომპანია მხოლოდ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებს, ასევე, უმეტესობა სახეობა დამატებითი შაქრის გარეშეა, რაც პროდუქტს კიდევ უფრო ჯანსაღს ხდის. „ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სტარტაპების, მითუმეტეს, ქართული წარმოების მხარდაჭერა, რასაც ვფიქრობთ „ფელამუშიტო“ სრულფასოვნად პასუხობს. სწორედ ამიტომ, პროექტის საწყის ეტაპზევე ჩავერთეთ და მომართვიდან რამდენიმე დღეში დავაფინანსეთ მათი საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები. ვთვლით, რომ ლიზინგი განსაკუთრებით მოქნილი საფინანსო ინსტრუმენტია სტარტაპებისთვის, რომელთაც წარმოებისთვის საჭირო აქტივების დაფინანსებით, რესურსი ბიზნესის განვითარებისთვის უთავისუფლდებათ“ -ანანო ეკალაძე, სერვ წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსი. „ფელამუშიტომ“ ცნობადობა მალევე მოიპოვა და რამდენიმე თვეში, სტარტაპი საგრძნობლად გაიზარდა, როგორც გაყიდვების მაჩვენებლით, ასევე ქალაქში ობიექტების რაოდენობით. „ფელამუშიტო“ მომხმარებლებს სთავაზობს ფელამუშის როგორც თბილ, ასევე ცივ დესერტებს. გემოები მუდმივად ახლდება და დღესდღეობით 10-მდე სახეობა ერთიანდება: რქაწითელი, საფერავი, კარამელი, ყავა, გლინტვაინი, ადესა და სხვა. დღესდღეობით, “ფელამუშიტოს” მიზანია შექმნას მომხმარებელზე ორიენტირებული, მეგობრული გარემო, თანამედროვე ქართული დესერტის ახალი რეცეპტები და ყოველივე ეს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანოს.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



