|
2022-12-02 09:49:34, 1998 ნახვა
ომი უკრაინაში
24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წარმოებულ ომს 13 000-მდე უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა
24 თებერვლიდან რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში 13 000-მდე სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს. პოდოლიაკი გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის არმიის დანაკარგები 100 000 ჯარისკაცს შეადგენს და აღნიშნა, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენმა შეცდომა დაუშვა. "ჩვენ გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, არის ოფიციალური შეფასებები, რასაც ამბობს უმაღლესი მთავარსარდალი. ისინი 10-დან 12,5-13 ათასამდე დაღუპულს აღწევს. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ დაღუპულთა რაოდენობაზე", - აღნიშნა პოდოლიაკმა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში "მეტი დანაკარგია დაზიანებების გამო". პოდოლიაკმა დასძინა, რომ თუ რაოდენობაში მოვიაზრებთ მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინ მსხვერპლი 20 ათასზე მეტია, ვინაიდან რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის. ცნობისთვის, 30 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში „მოიტანა სიკვდილი, განადგურება და უხილავი ტანჯვა“. ამავე დროს, მან აღნიშნა , რომ უკრაინაში დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000 ჯარისკაცი. მოგვიანებით, ევროკომისიამ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და ეს ინფორმაცია წაშალა.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)