|
2022-12-02 09:08:01, 1110 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდე, რათა გავარკვიო, რა აქვს გონებაში
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წარმოებულ ომს "ამაზრზენი" უწოდა და გამოაცხადა მზადყოფნა ესაუბროს რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს. როგორც ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა , უახლოეს მომავალში რუს კოლეგასთან საუბარს არ აპირებს. თუმცა, ის მზად არის ამისთვის, თუ პუტინი გამოავლენს ინტერესს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულებით. "ეს ომი შეიძლება დასრულდეს ერთი რაციონალური გზით - თუ პუტინი გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან. რა თქმა უნდა, ის ამას არ გააკეთებს. ის რასაც აკეთებს არის ამაზრზენი", - თქვა ბაიდენმა. ბაიდენმა დასძინა, რომ მზადაა პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს საფრანგეთთან და ნატო-სთან კონსულტაციებით. "ნება მომეცით ვიყო ძალიან ფრთხილი: მე მზად ვარ პუტინს დაველაპარაკო, თუ ის ნამდვილად არის დაინტერესებული გამოსავლის მოძებნით, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოსავალი ამ ომიდან. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდე, რათა გავარკვიო, რა სურს და რა აქვს მის გონებაში“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. მან დასძინა, რომ ამერიკამ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინელ ხალხს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „აზრი, რომ პუტინს შეუძლია უკრაინის დამარცხება, წარმოუდგენელია“, - თქვა ბაიდენმა. 2022 წლის 1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმართა კონგრესს უკრაინისთვის დამატებითი 37 მილიარდი დოლარის პაკეტის მოთხოვნით. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა , რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებებში კიევის გარეშე. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა , თუ რატომ ხარჯავს მისი ქვეყანა დიდ ფულს უკრაინის დასახმარებლად. მან აღნიშნა, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ უკრაინელებზე, არამედ ნატოსა და დასავლეთზეც.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)