|
2022-12-01 11:11:13, 2566 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი მასკს - თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი და შენი თვალით ნახე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ზელენსკის თქმით,იმისთვის,რომ მასკმა უკეთ გაიგოს სიტუაციის სიმწვავე,მან თავად უნდა ნახოს თუ რა შედეგი მოუტანა რუსეთის ომმა უკრაინას. „თუკი გსურთ გაიგოთ, რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამობრძანდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ამის შემდეგ გვეტყვით, როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, ვინ დაიწყო ის და როდის შევძლებთ მის დასრულებას“, - ასე მიმართა ზელენსკიმ მასკს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეძღვნებოდა. შეგახსენებთ,ილონ მასკს უკრაინის "სამშვიდობო გეგმით" დასრულების ალტერნატივა ჰქონდა. მასკის გეგმის მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ხელახლა უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი, ყირიმი რუსეთს უნდა დარჩენოდა,თავად უკრაინა კი ნეიტრალურ სახელმწიფოდ დარჩენილიყო. უკრაინის ხელისუფლებამ ეს „გეგმა“ მწვავედ გააკრიტიკა.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)