|
2022-12-01 11:08:03, 1091 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დოკუმენტებში, რომელიც სასამართლოში დილით შეიტანა, აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს 20 დაავადება აქვს, რომელთაგან უმეტესობა პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა. "ჩვენ ვითხოვთ სასჯელისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ექსპერტიზაში წარმოდგენილი დიაგნოზები შედის იმ ბრძანებაში, რომელიც სპეციალურად არის დამტკიცებული ჯანდაცვის სამინისტროში და ითვლება მძიმე და განუკურნებელ დაავადებად. თუმცა, ალტერნატივის სახით, სასამართლოს ვთავაზობთ, იმ შემთხვევაში თუ არ გამოიყენებს 284-ე მუხლს, ანუ სასჯელის გადავადებას, მაშინ გამოიყენეს 283-ე მუხლი, სასჯელისგან დროებით გათავისუფლება",- განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა. "ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)