|
2022-12-01 10:36:43, 1194 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფოს“ მესამე ლიდერი ბრძოლის დროს დაიღუპა
„ისლამური სახელმწიფოს “ ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათი ლიდერი, ძალადობრივი ექსტრემისტული ფრაქციის მესამე ხელმძღვანელი, ბრძოლაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. ჯგუფის სპიკერმა თქვა, რომ ერაყელი აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში დაიღუპა „ღვთის მტრებთან ბრძოლაში“, მისი გარდაცვალების თარიღისა და გარემოებების დაზუსტების გარეშე. აშშ-ს სამხედრო ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰაშიმი მოკლეს ოქტომბრის შუა რიცხვებში სირიის თავისუფალი არმიის მეამბოხეების მიერ სამხრეთ სირიის პროვინცია დარაასში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. აღნიშნულ პროვინციას ძირითადად სირიის სამთავრობო ძალები და მეამბოხეები აკონტროლებენ. ოქტომბრის შუა რიცხვებში დამასკოსმა განაცხადა, რომ პროვინციის სამხრეთში ყოფილ ამბოხებულებთან ერთად IS-ის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყო. IS-ის ალტერნატიული აკრონიმის გამოყენებით, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა: „ჩვენ მივესალმებით განცხადებას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ერთი ლიდერი აღარ დადის დედამიწის ზურგზე“. „ისლამური სახელმწიფოს “ სპიკერმა ახალი ლიდერად აბუ ალ-ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-ყურაში დაასახელეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)