|
2022-11-30 17:20:50, 2354 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონის ოლქში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს
ხერსონის ოლქის სოფელ პრავდინოში ახალი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფლავში რუსების მიერ მოკლული 6 მამაკაცისა და მოზარდი გოგონას ცხედრები იპოვეს. როგორც მედია წერს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა ისინი რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში დაადანაშაულა, ოკუპანტებმა ისინი დახოცეს. "ცხედრები ხელებშეკრული და თვალდახუჭული იპოვეს. ყველას ახლო მანძილიდან ჰქონდა თავში ნასროლი. თავიდან ძვლის პატარა ნაწილები გამოჩნდა. შემდეგ მაჯაზე თოკით მიბმული ხელი. შემდეგ კი თავის ქალა ტყვიის ნახვრეტით“- წერს გამოცემა. გამოცემისასთან საუბრისას ადგილობრივმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მცველმა, სახელად ვლადმა, ურთიერთობა ადგილობრივ თინეიჯერ გოგონასთან დაიწყო, რომელსაც მამინაცვალი სასტიკად მოექცა. როდესაც რუსულმა ჯარებმა პრავდინო დაიკავეს, მამინაცვალს შეეშინდა, რომ მას „პრობლემები“ შეექმნებოდა და დაიწყო რუსებთან თანამშრომლობა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მან მოიგონა ამბავი, რომ ვლადი და სხვა მესაზღვრეები რუსებს ჯაშუშობდნენ. „აპრილში მახლობლად მცხოვრებმა კაცმა იმ სახლში აფეთქების ხმა გაიგო. როცა გაიქცა, დაინახა, რომ შენობა დანგრეული იყო, ნანგრევების ქვეშ კი გვამები იყო“,- წერს გამოცემა. ადგილობრივებმა რაშისტების მიერ მოკლული ადამიანების დაკრძალვა მაშინვე ვერ შეძლეს. ოკუპანტებმა გარდაცვლილების დაკრძალვის ნება მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ დართეს. შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბრის მდგომარეობით, ხერსონის რაიონში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ასევე, როგორც ცნობილია, 29 ნოემბერს, G7-ის იუსტიციის მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიების შესახებ.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)