|
2022-11-29 15:24:09, 2824 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკა - ვიმედოვნებთ, შობა არ დაგავიწყებთ ჩვენ ტრაგედიას და არ შეეგუებით ჩვენ ტანჯვას
ვიმედოვნებთ, რომ შობის მოახლოებული სეზონი არ დაგავიწყებთ ჩვენ ტრაგედიას და არ შეეგუებით ჩვენ ტანჯვას,- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ BBC რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ცხრა თვე დიდი დროა და უკრაინელები ძალიან დაიღალნენ ამ ომით, მაგრამ მათ ამ საკითხში არჩევანი არ აქვთ, რადგან იბრძვიან სიცოცხლისთვის. „ვხვდები, რომ ცხრა თვე ძალიან დიდი დროა და უკრაინელები ძალიან დაიღალნენ ამ ომით, მაგრამ ჩვენ ამ საკითხში არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის. ბრიტანულ საზოგადოებას აქვს არჩევანი: მათ შეუძლიათ შეეგუონ ჩვენს ტრაგედიას და კონცენტრირდნენ საკუთარ ცხოვრებაში მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არ არის ომი მხოლოდ ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი სიცოცხლისთვის. ეს არის დაპირისპირებული მსოფლმხედველობის ომი: ღირებულებების ომი. მნიშვნელოვანია, რომ ეს შენარჩუნდეს. ვიმედოვნებთ, რომ შობის მოახლოებული სეზონი არ დაგავიწყებთ ჩვენ ტრაგედიას და არ შეეგუებით ჩვენ ტანჯვას“,- განაცხადა ზელენსკამ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაიწყო. მხოლოდ ერთ დღეში უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 30% დაზიანდა. 10 ოქტომბრის შემდეგ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შეწყვეტილა. ოკუპანტები აგრძელებენ დარტყმებს ელექტროსადგურებზე, ჰიდროელექტროსადგურებსა და თბოწარმოების ობიექტებზე. ელექტროენერგიის შეწყვეტა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუსროლა. ეს იყო უკრაინის ენერგეტიკული სისტემის ყველაზე მასიური დაბომბვა ომის დაწყების შემდეგ. ამასთან, 17 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. იმავე დღეს კიევში დენის გათიშვის ანტირეკორდი დაფიქსირდა. ხოლო 19 ნოემბერს დამპყრობლებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 50% გაანადგურეს. 23 ნოემბერს რუსეთმა კვლავ დაარტყა უკრაინის ენერგოსისტემას. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გადავიდა სრულ გამორთვის რეჟიმში. 24 ნოემბერს კი კიევში ელექტროენერგიის გარეშე საცხოვრებელი კორპუსების 70% დარჩა.
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
დაურ ბუავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
რუსეთში სკოლის მოსწავლეები ორი დღის განმავლობაში დანით თავს სამჯერ დაესხნენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)