|
2022-11-29 14:14:12, 1359 ნახვა
მსოფლიო
CNN - ირანი საფეხბურთო ნაკრების ოჯახებს წამებით ემუქრება, თუ ფეხბურთელები ჩემპიონატზე კარგად არ მოიქცევიან
ირანი ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ნაკრების ოჯახის წევრებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრა, თუ ფეხბურთელები სამშაბათს აშშ-თან მატჩის წინ "კარგად არ მოიქცევიან". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, ინგლისთან მატჩის წინ ირანელმა ფეხბურთელებმა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად, უარი თქვეს შეესრულებინათ ეროვნული ჰიმნი, ფეხბურთელები ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს. წყაროს ცნობითვე, საფეხბურთო ნაკრების ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ მათი ოჯახები "ძალადობასა და წამებას" წააწყდებოდნენ, თუ ისინი არ იმღერებდნენ ეროვნულ ჰიმნს ან შეუერთდებოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკურ პროტესტს. აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს უელსთან მატჩის წინ ირანის ფეხბურთის ნაკრებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულა. ამასთან, წყარო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში კატარში მოქმედ ირანის უსაფრთხოების სააგენტოებს ახლოდან აკვირდება, CNN-ს განუცხადა, რომ კატარში IRGC-ის ათობით ოფიცერი შეიყვანეს ირანელ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად, ასევე, ფეხბურთელებს ეკრძალებათ უცხოელებთან შეხვედრა. „კატარში ირანელი უსაფრთხოების ოფიცრების დიდი რაოდენობაა, რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ და აკონტროლებენ მოთამაშეებს“,- წერს CNN-ი. ირანის ეროვნული ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი კარლოს კეიროში შეხვდა IRGC-ის ოფიცრებს ირანელი ფეხბურთელებისა და მათი ოჯახების მიმართ მუქარის შემდეგ, წყაროს არ უთქვამს, რა შინაარსით იყო ეს სავარაუდო საუბარი. კეიროშმა თქვა, რომ ირანელ ფეხბურთელებს შეუძლიათ მსოფლიო ჩემპიონატზე პროტესტი გამოთქვან, მაგრამ მხოლოდ ფიფას რეგულაციების ფარგლებში. წყაროს თქმითვე, მოთამაშეებს ინგლისის მატჩის წინ „საჩუქრებს და მანქანებს“ დაპირდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა ჰიმნი არ იმღერეს, ისინი მუქარაზე გადავიდნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)