15:03 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 23:05:59, 1786 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - პუტინი ცდილობს, გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი უკრაინასთან ომში

პუტინი ცდილობს, გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი უკრაინასთან ომში. - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს დარტყმას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

" ზამთრის მოლოდინში ამით, პუტინი ცდილობს გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი უკრაინასთან ომში,ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს მოგების უფლება მივცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაანახვებს ავტორიტარულ მმართველებს მთელს მსოფლიოში, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს სამხედრო ძალის მეშვეობით და გახადონ ეს სამყარო უფრო საშიში ყველა ჩვენგანისთვის. ამიტომ, უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებშია". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics