|
2022-11-26 13:05:47, 1876 ნახვა
ომი უკრაინაში
შმიგალი - დღეს უკარინაში არ დარჩა არცერთი თბოელექტროსადგური ან ჰიდროელექტრო სადგური, რომელიც მტერს არ დაუბომბავს
დღეს უკარინაში არ დარჩა არცერთი თბოელექტროსადგური ან ჰიდროელექტრო სადგური, რომელიც მტერს არ დაუბომბავს,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეში მდებარეობს, კვლავ ოკუპირებულია. „უკრაინის ენერგეტიკა რუსი ტერორისტების მუდმივი სამიზნეა. 23 ნოემბერს განხორციელდა მასობრივი დაბომბვა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. 70-ზე მეტი რაკეტა იქნა გამოშვებული, რომელთაგან ჩვენმა ჰაერსაწინაააღმდეგო ძალებმა 50 ჩამოაგდეს. თუმცა დღეს უკარინაში არ დარჩა არცერთი თბოელექტროსადგური ან ჰიდროელექტრო სადგური, რომელიც მტერს არ დაუბომბავს. ხოლო ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეში მდებარეობს, კვლავ ოკუპირებულია. ამის მიუხედავად, ჩვენი ელექტროსისტემა მძიმე სისტემური ავარიიდან გამოვიდა და ამ დროისთვის ელექტროენერგიის მწარმოებლები უზრუნველყოფენ მოხმარების საჭიროების 70%-ს“,- განაცხადა შმიგალმა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაიწყო. მხოლოდ ერთ დღეში უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 30% დაზიანდა. 10 ოქტომბრის შემდეგ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შეწყვეტილა. ოკუპანტები აგრძელებენ დარტყმებს ელექტროსადგურებზე, ჰიდროელექტროსადგურებსა და თბოწარმოების ობიექტებზე. ელექტროენერგიის შეწყვეტა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუსროლა. ეს იყო უკრაინის ენერგეტიკული სისტემის ყველაზე მასიური დაბომბვა ომის დაწყების შემდეგ. ამასთან, 17 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. იმავე დღეს კიევში დენის გათიშვის ანტირეკორდი დაფიქსირდა. ხოლო 19 ნოემბერს დამპყრობლებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 50% გაანადგურეს. 23 ნოემბერს რუსეთმა კვლავ დაარტყა უკრაინის ენერგოსისტემას. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გადავიდა სრულ გამორთვის რეჟიმში. 24 ნოემბერს კი კიევში ელექტროენერგიის გარეშე საცხოვრებელი კორპუსების 70% დარჩა.
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)