|
2022-11-26 10:36:40, 1806 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი კიევის მერიას - პროფანაციას და ტყუილს ანგარიშებში არავინ არავის აპატიებს, საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდეთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, კიევის ხელისუფლება ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების ფონზე, უხარისხო მუშაობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კიევში ბევრი საჩივარია ე.წ. უძლეველობის პუნქტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. „მთელ ქვეყანაში გახსნილია „უძლეველობის პუნქტები“, თუმცა ვიცი, რომ სამწუხაროდ, ადგილობრივ ხელისუფლებას ხარისხიანად ყველა ქალაქში არ უმუშავია. კერძოდ, ბევრი საჩივარია კიევში. ფაქტობრივად, ნორმალურად უზრუნველყოფილია მხოლოდ პუნქტები, რომლებიც გახსნილია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ბაზარზე და დედაქალაქის სადგურში. სხვა პუნქტებზე კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, კიდევ მუშაობაა საჭირო. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება. კიეველებს უფრო მეტი დაცვა სჭირდებათ. მრავალი კიეველი დენის გარეშე 20-ზე ან 30-ზე მეტი საათის გარეშე იმყოფება. მერიისგან ხარისხიან მუშაობას ველოდები. კიევში ე.წ. უძლეველობის პუნქტებთან დაკავშირებულ პროფანაციას არავინ არავის აპატიებს, ისევე როგორც ტყუილს სხვადასხვა დონის ანგარიშებში. გთხოვთ, საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდეთ“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმი, ამჟამად, მთელ ქვეყანაში ოთხი ათასზე მეტი „უძლეველობის პუნქტი“ მუშაობს. „ეს არის ყოველი ადგილობრივი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, რომ მათთან რეალურად მუშაობდეს ყველაფერი, რაც უნდა იყოს ხალხისთვის“,- დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური უძლეველი ცენტრების გახნსაზე ისაუბრა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგია, გათბობა, წყალი, ინტერნეტი, მობილური ტელეფონის კავშირი და აფთიაქი უფასოდ მთელი დღის განმავლობაში.
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)