04:51 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 15:29:31, 750 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ციფრული პლატფორმა bogpay.ge და Mastercard-ი მომხმარებლებს ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, მომხმარებლები ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge-სა და Mastercard-ის თანამშრომლობით, ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე მიიღებენ.

მომხმარებელს, რომელსაც ნებისმიერი სერვისის მიღება საკომისიოს გარეშე სურს, ამისათვის საჭიროა bogpay.ge-ზე გაიაროს მარტივი ავტორიზაცია და გადახდისას ნებისმიერი ქართული ბანკის მასტერქარდის ბარათი მიაბას.

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლის საჭიროებებზე იზრუნოს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ, რაც bogpay.ge-სა და Mastercard-ის კოლაბორაციას ეხება. ეს გულისხმობს, რომ მომხმარებლები ნებისმიერი სერვისის მიღებას საკომისიოს გარეშე შეძლებენ. Bogpay.ge მომხმარებლებს Mastercard-ის ბარათით, როგორც კომუნალურების და მობილურის შევსებას, ასევე დაზღვევისა და სხვა ნებისმიერი სერვისის გადახდას სთავაზობს“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

Bogpay.ge „საქართველოს ბანკის“ ციფრულ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება. ციფრული პლატფორმის ერთერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. Bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 400-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics