|
2022-11-25 09:28:48, 1494 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში Covid-19-ის შემთხვევების რაოდენობა იზრდება - ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 31 ათასს აღწევს
ჩინეთში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, დღიურ შემთხვევათა რაოდენობა 31 ათასამდე აღწევს, რაც აჭარბებს აპრილ-მაისის მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც შანხაიში, 24 საათში 29 317 ადამიანი დაინფიცირდა და ქალაქში შეზღუდვები დაწესდა. გასული კვირის შემდეგ, ჩინეთში, სადაც ბოლო 6 თვის მანძილზე ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, Covid-19-მა კიდევ 6 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატება, სიმპტომებით თუ უსიმპტომოდ, ქვეყნიის 31 პროვინციაში ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა 90% შემთხვევაში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ჩინეთის მთავრობამ, 21-მილიონიან პეკინში, რომელიც მძიმე COVID-გამოცდის წინაშე დგას, მაღაზიები, სკოლები და რესტორნები დახურა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)