14:29 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 15:44:39, 658 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - თუ კიევი არ შეწყვეტს მოქმედებებს, ამას უკრაინის სრული განადგურება მოჰყვება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს მოქმედებები და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან, თუ მას სურს, რომ უზარმაზარი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება თავიდან აიცილოს. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსულ მედიასთან ისაუბრა. 

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს (სსრკ-ს დანაკარგები), მაგრამ "ეს არავის ახსოვს" და ახლა მზად არიან, გერმანიასთან ითანამშრომლონ. ლუკაშენკო ფიქრობს, რომ უკრაინელებთან ურთიერთობასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება.

"ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ კიევი არ შეწყვეტს მოქმედებებს, ამას უკრაინის სრული განადგურება მოჰყვება. ეს არ იქნება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, არამედ ეს სრული განადგურება იქნება", - აცხადებს ლუკაშენკო.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა.

30 სექტმებერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. 

პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა".

30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს.

ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო.

7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics