14:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 09:03:01, 1735 ნახვა

ომი უკრაინაში
Politico - ბრძოლის ველზე დამარცხების შემთხვევაში, რუსეთი ქიმიური იარაღის გამოიყენებას განიხილავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა პირველად გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინაში, თუ მისი ჯარები გააგრძელებენ ბრძოლის ველზე დამარცხებას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. 

Politico-ს ანონიმურობის პირობით, რამდენიმე წყარო უყვება, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მოკავშირეების მზადყოფნას, ისევე როგორც ახალი რესურსების მობილიზებას, თუ კი ბირთვული საფრთხე რეალური გახდება. 

გამოცემის წყაროები შეერთებული შტატებისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან. თუმცა, შეერთებულ შტატების დაზვერვა მიიჩნევს, რომ ასეთი თავდასხმა უკრაინაში ნაკლებად სავარაუდოა..

"ფაქტობრივად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბევრ ოფიციალურ პირს მიაჩნია, რომ საბრძოლო მოქმედებები ზამთრის თვეებში შეწყდება და ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს მრავალი პოზიციის დაკავებას.

მაგრამ ბრძოლის ველზე დანაკარგების გაგრძელების ან რუსული არმიის სრული დაშლის შემთხვევაში, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოსკოვმა შეიძლება მიმართოს ქიმიური იარაღის გამოყენებას“, წერს Politico.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი ხანია იცის, რომ რუსეთი ინვესტიციას ახორციელებს ქიმიური იარაღის შესაძლებლობების გაზრდაში. ამერიკელი კონგრესმენის თანაშემწის თქმით, ამ შემოდგომაზე სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის მარაგებისა და უკრაინაში არსებული საფრთხეების შესახებ.

Politico იუწყება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ავითარებს გეგმებს ადრეული გამოვლენის სისტემებისა და ნიღბების წარმოების შესაძლებლობებში, ინვესტიციების გაზრდის მიზნით. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics