|
2022-11-23 13:46:37, 1860 ნახვა
ომი უკრაინაში
აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა და ათასობით რუსული რუბლი - СБУ-მ კიევ-პეჩორის ლავრასა და სხვა მონასტრებში ჩხრეკა დაასრულა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის წმინდა მიძინების კიევ-პეჩორის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნეს რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობაში კონტრდაზვერვითი მოქმედებები დაასრულა. უკრაინული მედია СБУ-ს პრესცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება სემინარიასა და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის; ასევე აღმოჩენილია ფული - 2 მილიონზე მეტი გრივნა, 100 ათას დოლარზე მეტი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, სულ 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი შემოწმდა. 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა პოლიგრაფიული ტესტი. СБУ-ს ცნობით, მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ უცხოელები, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ობიექტების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. "ზოგიერთმა მათგანმა საბუთების შემოწმებისას სსრკ-ის პასპორტები და სამხედრო ბილეთები წარადგინა, მათ საერთოდ არ ჰქონდათ დოკუმენტების ორიგინალი, არამედ მხოლოდ მათი ასლები, ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეების პასპორტები გაყალბების ან დაზიანების ნიშნებით“, - ნათქვამია ანგარიშში. უსაფრთხოების სამსახური ასევე აცხადებს, რომ კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა 32 წლის უკრაინელი, რომელიც პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „ანტვანში“ მუშაობდა. „ის არის ამავე სახელწოდების რუსული კომპანიის ANTVAN GROUP-ის მფლობელის - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ო.ვ.ორლოვის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც უკრაინაში არაერთ მიწის ნაკვეთსა და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებას ფლობდა. ამ დროისთვის ეს ქონება სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დაყადაღებულია“, - განაცხადეს სამართალდამცველებმა. ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევ-პეჩორის ლავრასა და სხვა მონასტრებში ჩხრეკა გუშინ დაიწყო. აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა კრემლი და ლავრაში ჩხრეკას რუსულ მართლმადიდებლობასთან ომი უწოდა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)