|
2022-11-22 23:33:20, 1514 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში 1 886 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია
დღეისათვის უკრაინაში 1 886 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, 1 620 დასახლებაში, კი ჰუმანიტარულმა შტაბმა უკვე დაიწყო მუშაობა. "დღეის მდგომარეობით უკვე დეოკუპირებულია 1886 დასახლებული პუნქტი. ჰუმანიტარული შტაბის მუშაობა დაიწყო 1620 დეოკუპირებული დასახლების ტერიტორიაზე“. - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)