|
2022-11-22 23:21:10, 1468 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას მოუწევს გაათავისუფლოს კიდევ 2000 დასახლებული პუნქტი, რომელიც რუსეთმა დაიპყრო
უკრაინას მოუწევს გაათავისუფლოს კიდევ 2000 დასახლებული პუნქტი, რომელიც რუსეთმა დაიპყრო. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, აღსადგენია ტერიტორები, რადგან სულ მცირე ათობით მათგანი მთლიანად განადგურდა რუსული არმიის დარტყმების შედეგად. "და საერთოდ, ჯერ კიდევ არის 2000-მდე ქალაქი და სოფელი, რომლებიც უნდა გავათავისუფლოთ და აღვადგინოთ. სულ მცირე ათობით მათგანი მთლიანად განადგურდა რუსული არმიის დარტყმების შედეგად, როგორიცაა მარიუპოლი ან ვოლნოვახა". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
დაურ ბუავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
რუსეთში სკოლის მოსწავლეები ორი დღის განმავლობაში დანით თავს სამჯერ დაესხნენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
ზელენსკის მუქარის შემდეგ, თურქეთის უმსხვილესმა კერძო ავიაკომპანიამ თვითმფრინავები უკან გააბრუნა და მოსკოვში რეისები გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)