13:05 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 21:51:49, 1400 ნახვა

ომი უკრაინაში
BBC - „გაზპრომი“ უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება

„გაზპრომი“ უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე თქმით, რუსულმა კომპანიამ უკრაინა ტრანზიტისთვის განკუთვნილო გაზის გაუჩინარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან უკრაინაზე გამავალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდებას შეამცირებს.

"რუსული კომპანია „გაზპრომი“ უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება, რუსულმა კომპანიამ უკრაინა ტრანზიტისთვის განკუთვნილო გაზის გაუჩინარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან უკრაინაზე გამავალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდებას შეამცირებს". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics