01:15 - 22 Oct, 2026
|
2022-11-21 16:29:28, 1119 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით პირი დაშავდა
ინდონეზიის კუნძულ იავაზე 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ცნობით, მიწისძვრას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი, დაშავებულია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ციანჯურში, ათი კილომეტრის სიღრმეზე იყო. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღინისძიებები მიმდინარეობს. ოფიციალური პირები მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას განმეორებითი ბიძგების შესახებ აფრთხილებენ. როგორც BBC წერს, ტერიტორია, სადაც მიწისძვრა მოხდა, მჭიდროდ არის დასახლებული და მიდრეკილია მეწყერისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)