|
2022-11-21 12:26:23, 1351 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 81.31%-ით ყასიმ-ჟომართ თოყაევი ლიდერობს
ყაზახეთში, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი 81.31%-ით ლიდერობს. აღნიშნულ ინფორმაციას Tengri News-ი ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. თოყაევმა არჩევნების ამ დროისთვის არსებული შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ მისთვის ხალხის ნდობა და მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. „რა თქმა უნდა, ველოდებით არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ხალხმა დამაჯერებელი ნდობა გამომიცხადა მე, როგორც პრეზიდენტს. ხალხის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ჩვენ უნდა გავამართლოთ ის. დღეიდან, 21 ნოემბრიდან, ყველა მუშაობას უნდა შევუდგეთ“, - განაცხადა თოყაევმა არჩევნების შედეგებზე. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ნურლან აბდიროვმა თქვა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა თითქმის 70%-მა, ანუ 8,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო. მათგან, დაახლოებით, 6,5 მილიონმა ადამიანმა ხმა მოქმედ პრეზიდენტს მისცა. თოყაევის კონკურენტებმა კი, ხმების, დაახლოებით, 2-3% მიიღეს. რეგიონული კვლევების საერთაშორისო ღია საზოგადოების ინსტიტუტის მონაცემებით, ამომრჩეველთა 5,2%-მა ხმა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)