|
2022-11-21 09:50:36, 1318 ნახვა
მსოფლიო
სირიის ჩრდილოეთში თურქეთის ავიადარტყმებს სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებულ ავიადარტყმებს სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, რაიონში, დაახლოებით, 25 დარტყმა განხორციელდა, დარტყმების ძირითადი სამიზნე კი, ქალაქი კობანი და თურქეთის საზღვართან მისი შემოგარენი იყო. „გაერო-ს წესდების 51-ე მუხლიდან გამომდინარე, ჩვენი თავდაცვის უფლებების შესაბამისად, საჰაერო ოპერაცია „კლანჭ-მახვილი“ განხორციელდა ერაყისა და სირიის რეგიონებში, რომლებიც გამოიყენება ჩვენს ქვეყანაში თავდასხმების ბაზებად", - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში. ცნობისთვის, თურქეთმა ქურთი მებრძოლების ბაზები ჩრდილოეთ სირიის გარდა, ჩრდილოეთ ერაყშიც დაბომბა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, 13 ნოემბერს, სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში სწორედ ქურთი მებრძოლები მონაწილეობდნენ. ისტიკლალის გამზირზე, სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80-ზე მეტი დაშავდა. გასულ კვირას ბულგარეთში, სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში ბრალდებული 5 ადამიანი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ აფეთქებაზე არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)