|
2022-11-20 13:01:16, 1284 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა სირიასა და ერაყში ქურთი მებრძოლების ბაზები დაბომბა
თურქეთმა ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქურთი მებრძოლების ბაზებზე ავიადარტყმები განახორციელა. არაოფიციალური ინფორმაციით, სირიის სასაზღვრო ქალაქ კობანში 12 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო უკანონო ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და სირიის ქურთული YPG მილიციის ბაზები, რომლებიც PKK-ის ფრთაა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ აღნიშნული ბაზები გამოიყენებოდა თურქეთზე თავდასხმების განსახორციელებლად. თურქეთის მთავრობის განცხადებით, 13 ნოემბერს, სტამბოლში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებაში, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა, ქურთი მებრძოლები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ აფეთქებაზე არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)