09:50 - 09 Feb, 2023
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 10:56:08, 552 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალებში მომსახურე ქალი სამხედროების მონაწილეობით „ქალები საქართველოს სამსახურში“ ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას თავდაცვის ძალებში ქალების ჩართულობის გაზრდა, მათი მხარდაჭერა და კარიერული წინსვლა წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობითა და პარტნიორობით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ბროშურა „ქალები საქართველოს სამსახურში“ მოამზადა. 

ბროშურის პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. ბროშურაში საქართველოს თავდაცვის ძალების 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბებია მოთხრობილი და გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი კაორი იშიკავა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვი. მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ქალი სამხედროების როლსა და უპირატესობებზე ისაუბრეს. ღონისძიების მეორე ნაწილში კი, მომხსენებლებმა თავდაცვის სექტორში ქალთა ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკასა და ფუნქციონირებაზე ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს. 

ღონისძიებაში ბროშურაში წარმოდგენილი ქალი სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ. მათ სტუმრებთან თავდაცვის ძალებში მსახურის, ამოცანების, გამოწვევებისა და ქალისთვის სამხედრო ფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს სამსახურში მყოფი ქალების ამსახველი ფოტოგამოფენაც. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ღონისძიება „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ დაფინანსდა.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15 000-მდე გაიზარდა
ვოლოდიმერ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, სადაც მაკრონსს და შოლცს შეხვდა
მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას გამარჯვებამდე მიიყვანს
კობახიძე სააკაშვილზე - ქვეყნის წინაშე უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ძალით დაიკლოს წონაში და გამოვუშვათ, სხვა პატიმრებმა რა დააშავეს?

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

ლავროვი: დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის გამბედაობა პატივსაცემია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics