|
2022-11-18 09:22:53, 1196 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინასა და ევროპას რუსული აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან მხოლოდ ჩვენი ცის დაცვა უზრუნველყოფს
ჩვენ ისევ ვუმეორებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს, რაც მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას შექმნის. "როდესაც ყველა მკვლელს და ჯალათს გაასამართლებენ, როცა მათი მეთაურები მიიღებენ სამართლიან სასჯელებს, როდესაც რუსეთი აანაზღაურებს თავისივე აგრესიით მიყენებულ ყველა ზარალს, ეს იქნება ძალიან მყარი საფუძველი ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ჩვენ ისევ ვუმეორებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან და აუცილებლად უბიძგებს რუსეთს ომის რეალურად შეწყვეტისკენ. არა იმ პროპაგანდისკენ, რომელიც დღეს კრემლიდან ისმის, თითქოსდა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ, სინამდვილეში კი, დროის მოსაგებად და ახალი დარტყმებისთვის ძალის მოსაკრებად, არამედ ნამდვილი მშვიდობისკენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)