|
2022-11-17 16:18:13, 1249 ნახვა
მსოფლიო
СБУ-მ ვინიცაში რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტი დააკავა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, მრავალსაფეხურიანი სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვის აგენტი, რომელიც რუსებს, ვინიცის რეგიონში, თავდაცვის ძალების განლაგებისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. СБУ-ს ცნობით, გარდა ამისა, აგენტი აგრესორ ქვეყანას კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ზუსტ კოორდინატებსაც გადასცემდა. როგორც უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებული ყოფილი საბჭოთა სამხედროა, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში ჯარი დატოვა და ვინიცაში ცხოვრობდა. "სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას, რუსებმა მას უკრაინის წინააღმდეგ სადაზვერვო და დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში „დახმარება“ სთხოვეს. ის დათანხმდა „შემოთავაზებას“, რის შემდეგაც მტრული დავალებები მიიღო. ოკუპანტებმა სწორედ მისი „ხელმძღვანელობით“ დაგეგმეს რეგიონის ენერგოწარმომქმნელ საწარმოებზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმების სერიის განხორციელება", - ნათქვამია СБУ-ს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)