|
2022-11-17 15:02:55, 1161 ნახვა
მსოფლიო
პატრიარქი კირილე ევროკავშირში არ შეუშვეს - „მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ეს ცივი ომის დროსაც არ მომხდარა“
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქთან მარ ავა III-თან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში არ შეუშვეს. როგორც პროპაგანდისტული მედია Ria Novosti წერს, რუსეთის პატრიარქიმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდა. „მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება: არ შეუშვან პატრიარქი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს არ მომხდარა არც ცივი ომის დროს. ჩნდება კითხვა: რატომ? ისინი მართლები არიან და თუ მე ვცდები, დამპატიჟეთ ტელევიზიაში, შემომიერთდით დიალოგში, დაამტკიცეთ თქვენი აზრი- ამის ეშინიათ, რადგან მათ ძალიან სუსტი პოზიცია აქვთ - ზოგადად, იზოლაციონიზმის პოზიცია ყოველთვის სუსტია და ჩვენ ღია ვართ კომუნიკაციისთვის მათთან, ვინც გვიყვარს და მათთან, ვინც არ გვიყვარს“, - განაცხადა პატრიარქმა კირილემ. მისი თქმით, ცივი ომის დროს შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ნაკლები შეთანხმება იყო, ვიდრე ახლა, ”მაგრამ კონტაქტები არ იყო შეზღუდული". "დასავლეთი ცდილობს შეზღუდოს ჩვენი ეკლესიის კონტაქტები დასავლელ პარტნიორებთან. მნიშვნელოვანი ძალისხმევა კეთდება, რათა შეზღუდოს ჩვენი ეკლესიის შესაძლებლობა, ჰქონდეს დიალოგი დასავლურ ეკლესიებთან", - დასძინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)