|
2022-11-17 10:02:10, 1751 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელი ბავშვების მოტაცებასა და იძულებით გაშვილებას
რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელი ბავშვების მოტაცებასა და იძულებით გაშვილებას - ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში. როგორ ინსტიტუტი იტყობინება, რუსეთში მასიურად ვრცელდება ე.წ დოკუმენტური ფილმები, რომელიც უკრაინელი ბავშვების რუსულ ოჯახებში გაყვანას ასახავს. ISW-ის ცნობით, ამას მოწმობს გადაღებული ვიდეოები დონბასელი რამდენიმე უკრაინელი ბავშვის მონაწილეობით, რომლებიც რუსულ ოჯახებში მიიღეს. ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ რუსმა მარიონეტმა ჩინოვნიკებმა მხოლოდ 2022 წელს დონბასიდან 150 000-ზე მეტი ბავშვი გაიყვანეს. ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს ის ფაქტი, რომ რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელი ბავშვების იძულებით გაყვანასა და მათ შვილად აყვანას რუსეთის ფედერაციაში. მან თავადაც კი იშვილა მარიუპოლიდან წამოყვანილი ბავშვი. შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება ომის დანაშაულია. 14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსებმა უკრაინიდან 10,7 ათასზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი აგრესორის ასეთ ქმედებებს ომის დანაშაულად აფასებს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)