|
2022-11-16 16:56:42, 1135 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით DataFest Tbilisi 2022 გაიმართება
„საქართველოს ბანკი“ საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi, უკვე მეექვსედ, 17-19 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ფიზიკურად- Rooms Hotel-ში, ასევე ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით ჩატარდება. DataFest Tbilisi მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება სამ დღეს გრძელდება და აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც მონაცემებს, მონაცემთა მეცნიერებას და ვიზუალიზაციას უკავშირდება. ღონისძიება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, კონტაქტების დამყარებისა და ახალი თანამშრომლობის მოძიების შესაძლებლობას მეგობრულ გარემოში ქმნის. ფესტივალის ფარგლებში Rooms Hotel Tbilisi-ში ხუთი თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბება. მონაცემთა კონფერენციაზე სტუმრები შემდეგი მიმართულებით დაესწრებიან: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი. „მოხარული ვართ, რომ ბანკის ხელშეწყობით, DataFest Tbilisi 2022, წელს უკვე მეექვსედ იმართება. ჩვენ ფესტივალთან ერთად The Glass Room Misinformation გამოფენასაც ვუმასპინძლებს. Tactical Tech-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო პროექტის მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათზე რეაქციას. ასევე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სტარტაპერების ექსპო, რომელზეც ანტერპრენერებისა და სტარტაპების დამფუძნებლებისთვის გაიმართება პანელური დისკუსიები, საუბრები სტარტაპის შექმნისა და დაფინანსების მოძიების შესახებ“, - განაცხადა DataFest Tbilisi-ის დამფუძნებელმა, ნინო მაჭარაშვილმა. „მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს. DataFest Tbilisi 2022 კარგი შესაძლებლობაა მონაცემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები, დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები და მოისმინონ საინტერესო და ინსპირაციული გამოსვლები. „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას. ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ დანახვა და ათვისება“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგატიშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)