|
2022-11-16 09:39:49, 1956 ნახვა
მსოფლიო
რეზნიკოვი - ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვაფრთხილებდით პოლონეთს, ხელთათამანი ნასროლია, გამარჯვების დროა
ეს რეალობაა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით,- ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი პოლონეთში 2 რუსული რაკეტის ჩავარდნას. მისი თქმით, უკრაინა ითხოვდა ცის ჩაკეტვას, რადგან ცამ არ იცის საზღვრები რუსეთის უკონტროლო რაკეტებისთვის, არც იმ საფრთხის გამო, რომელსაც ისინი ატარებს ევროკავშირისა და ნატო-ს მისამართით. „პოლონეთი. ეს არ არის თვითშესრულებული წინასწარმეტყველება. ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვაფრთხილებდით. ჩვენ ვითხოვდით ცის ჩაკეტვას, რადგან ცამ არ იცის საზღვრები რუსეთის უკონტროლო რაკეტებისთვის, არც იმ საფრთხის გამო, რომელსაც ისინი ატარებს ევროკავშირისა და ნატო-ს მისამართით. ხელთათამანი ნასროლია. გამარჯვების დროა“,- წერს რეზნიკოვი. ცნობისთვის, 15 ნოემბერს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. ნატოს ელჩები, 16 ნოემბერს, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, რუსული რაკეტის დარტყმის შემდეგ შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)