|
2022-11-16 09:10:44, 1798 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას ისევ წარადგენს. მისი თქმით, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს, რათა "ამერიკა კვლავ დიდებული გახადოს". „იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო, ვაცხადებ საკუთარ კანდიდატურას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე. ასე რომ, დღეიდან 2024 წლის არჩევნების დღემდე, ვიბრძოლებ ისე, როგორც არ უბრძოლია არავის. ჩვენ დავამარცხებთ რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს, რომლებიც ცდილობენ, შიგნიდან დაანგრიონ ქვეყანა“,- განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2017-დან 2021 წლამდე მართავდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი ის ჯო ბაიდენთან დამარცხდა. ამასთან, ტრამპი არის აშშ-ს ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი ორჯერ ჩატარდა, თუმცა ორივე მცდელობა უშედეგო იყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)