|
2022-11-15 17:10:31, 1495 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - ისტორიის გადაწერის მცდელობები რუსეთის ფედერაციის დასუსტებას ისახავს მიზნად
ისტორიის გადაწერის მცდელობები რუსეთის ფედერაციის დასუსტებას ისახავს მიზნად,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამას აშკარა მიზეზი გააჩნია, რაც ქვეყნის დასუსტებასა და მის სუვერენიტეტზე მოქმედებაში ვლიდნება. „რამდენიმე სახელმწიფოს მცდელობა გადაწერონ, შეცვალონ მსოფლიო ისტორია სულ უფრო აგრესიული ხდება და, ზოგადად, აშკარა მიზანი აქვს ჩვენს საზოგადოებასთან მიმართებაში, ყოველ შემთხვევაში, მათი მიზანია ჩვენიდაყოფა, სახელმძღვანელო პრინციპების დაკარგვა, საბოლოო ჯამში - რუსეთის დასუსტება და მის სუვერენიტეტზე მოქმედება“,- განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, ასეთი სცენარი, უკვე გამოსცადეს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში და რიგ სხვა სახელმწიფოებში, მაგრამ რუსეთმა დროულად და მტკიცედ დააყენა ბარიერი საკუთარი ინტერესების დასაცავად. „ისტორიის დამახინჯება, მითების დანერგვა, ღირებულებების ეროზია – ბევრი თვალსაზრისით სწორედ აქედან, ამ მითებიდან იწყება სახელმწიფოებისა და ხალხების შენება. ასეთი სცენარი, როგორც ვხედავთ, უკვე გამოსცადეს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში და რიგ სხვა სახელმწიფოებში. იგივე მცდელობები ჩვენს ქვეყანასთან, რუსეთთან მიმართებაშიც იყო, მაგრამ ჩვენ დროულად და მტკიცედ დავაყენეთ ბარიერი ჩვენი ინტერესების დასაცავად”,- დასძინა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)