|
2022-11-15 13:46:29, 2118 ნახვა
მსოფლიო
მედია - G20-ის ქვეყნების უმრავლესობამ მკაცრად დაგმო ომი უკრაინაში
G20-ის ქვეყნების უმრავლესობა "მკაცრად გმობს" უკრაინაში მიმდინარე ომს. ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციის პროექტში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ომი "იწვევს ადამიანთა უზარმაზარ ტანჯვას და ამძაფრებს არსებულ სისუსტეებს გლობალურ ეკონომიკაში", ნათქვამია დეკლარაციაში, თუმცა, როგორც ჩანს, განცხადებას არ აქვს ერთსულოვანი მხარდაჭერა. „იყო სხვა შეხედულებები და განსხვავებული შეფასებები სიტუაციისა და სანქციების შესახებ“, - ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მიღებული ლიდერების მიერ. შეგახსენებთ, რომ დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში ესწრება. ეს გადაწყვეტილება "პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება". რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)