10:21 - 01 Nov, 2026
|
2022-11-15 09:38:36, 1882 ნახვა
ომი უკრაინაში
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია რუსეთისგან უკრაინის რეპარაციების შესახებ
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ფინანსურად პასუხისმგებელია უკრაინაში შეჭრაზე. დოკუმენტი, კერძოდ, ითვალისწინებს მიყენებული ზიანის აღრიცხვის რეესტრის შექმნას და რეპარაციის გადახდის მექანიზმის შემუშავებას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93 ქვეყანამ (მათ შორის აშშ და ევროკავშირის ყველა ქვეყანა), 13-მა ხმა მისცა წინააღმდეგ, მათ შორის რუსეთი, ბელორუსია, სირია, ირანი, ზიმბაბვე, კუბა, ერითრეა და ჩინეთი. კიდევ 74-მა (ბრაზილია, ინდოეთი, სერბეთი, ყაზახეთი) თავი შეიკავა. ეს არის გაეროს გენერალური ასამბლეის მეხუთე რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას, რომელიც მიღებულია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ეს რეზოლუციები, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, არ არის სავალდებულო.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)