|
2022-11-15 09:30:15, 1209 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება. სამიტი სიტყვით, მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გახსნა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს გადასარჩენად საჭიროა თანამშრომლობა. „ჩვენ სხვა ვარიანტი არ ვაქვს, მსოფლიოს გადასარჩენად საჭიროა თანამშრომლობა. ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ მსოფლიოს მოსახლეობის წინაშე. პასუხისმგებლობის ქონა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. თუ ეს ომი არ დასრულდება, მსოფლიოსთვის წინსვლა რთული იქნება. „დიდი ოცეული“ უნდა იყოს ინკლუზიური ეკონომიკური აღდგენის კატალიზატორი. ჩვენ არ უნდა დავყოთ მსოფლიო ნაწილებად. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მსოფლიო მორიგ „ცივ ომში“ გადაეშვას“, - განაცხადა ვიდოდომ. სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. აღსანიშნავია, რომ სამიტს არ ესწრება ვლადიმირ პუტინი, რუსეთს ლიდერების შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. ამასთან, მანამდე ინდონეზიამ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმირ პუტინისთვის სამიტზე დასწრების მიწვევის გაუქმებაზე. გარდა ამისა, სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე ბალიზე აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა. ეს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში სი ძინპინთან პირველი პირისპირ შეხვედრა იყო. სამიტის ფარგლებში, ორმხრივ მოლაპარაკებებს კიდევ ბევრი ლიდერი გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)